კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევიდან, 2 „დონას“ და 1 „ავერსის“ კლასტერია, 2 იმპორტირებულია, 1 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, 5-ზე კვლევა მიმდინარეობს

კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევიდან, 2 „დონას“ და 1 „ავერსის“ კლასტერია, 2 იმპორტირებულია, 1 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, 5-ზე კვლევა მიმდინარეობს

კორონავირუსის ახალი 29 შემთხვევიდან, 2 საკონდიტრო „დონას“ კლასტერია, 5 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერია , 1 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთი), 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 13 შემთხვევა ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.