გია გზირიშვილი: „პირველად დავინახე ასე ახლოს შვლები... ულამაზესი არსებები“

გია გზირიშვილი: „პირველად დავინახე ასე ახლოს შვლები... ულამაზესი არსებები“

გია გზირიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„93-ში რამოდენიმე დღით ვიყავით ჩამოსული აფხაზეთიდან სახლში და ჩემი და ჩემი ძმის სულ ორიოდ კვირის უკან  შრომაში დაღუპული მეგობრის, ვანო ნანობაშვილის დამ და სიძემ დაგვპატიჟა ლაფანყურში.

უარი რა თქმა უნდა, ვერ ვუთხარით და  წავედით.

იქაურმა ბიჭებმა პატივისცემის გამოსახატავად სანადიროდ წაგვიყვანეს.  ჩვენ, როგორც სტუმრები ნომრებად ჩაგვსვეს, როგორც მერე აღმოჩნდა შვლების სავალ ბილიკზე და თვითონ ძაღლებით გამორეკეს შვლები.  ოჯახი იყო. დედა, მამა და უკვე მოზრდილი ნუკრი.  პირველად დავინახე ასე ახლოს შვლები... ულამაზესი არსებები. თვალი მივადევნე... გამიარა მე, გაუარა მეორეს, გაუარა მესამეს... მერე შემობრუნდენ და ჩემს გვერდით აიფრინეს ზემოთ, მთისკენ... ბილიკზე ვწოლილვარ...

არცერთს არ გაუსვრია... არცერთს.

ისე გამიხარდა, მებრძოლმა ბიჭებმა არ ესროლეს შვლების ოჯახს.

ამასობაში ადგილობრივებიც მოვიდნენ... უკვე მომზადებული ვიყავით საყვედურისთვის, თუმცა გაიღიმეს და  - რაო, ვერ ესროლეთ ბიჭებოო?....

ერთი საყვედური კიარა, საყვედურის მზერაც არ შემინიშნავს...

სახლში წავედით და სუფრა გაშლილი დაგვხვდა...

ვიცოდით და სამწვადე და ხინკლის ხორცი დავტოვეთ წინასწარო...

ამის მერე, სანადიროდ არც წავსულვარ და არც გავყოლილვარ ვისმეს...

ამიტომაც მოგაბეზრეთ თავი სოკოების სურათებით... სოკოს კრეფაზე გადავიტანე ჩემი მონადირის აზარტი.“