კარლ ჰარცელი: დარწმუნებული ვარ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს რუსეთი თვალყურს ძალიან აქტიურად მიადევნებს

კარლ ჰარცელი: დარწმუნებული ვარ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს რუსეთი თვალყურს ძალიან აქტიურად მიადევნებს

დარწმუნებული ვარ, რუსეთი ამ არჩევნებს თვალყურს ძალიან აქტიურად მიადევნებს. ექნება თუ არა რაიმე გეგმა, რომ პროცესზე გავლენა იქონიოს და რა გზებით შეეცდება ამის გაკეთებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„არჩევნები არის პოლიტიკური გარემოსა და დემოკრატიულობის ტემპერატურის აღქმა და რა თქმა უნდა, არჩევნები ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საზომი იქნება. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი და სხვა პარტნიორები ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან ამ არჩევნებს. ჩვენ ვიცით, რისი ნახვაც გვინდა - ეს არის თავისუფალი და სამართლიანი, ნათელი და პოზიტიური კონკრეტული თემატური დღის წესრიგის მქონე საარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე. ვფიქრობ, რომ თამაშის ახალ წესებს, რომელმაც სათავე 8 მარტის შეთანხმებიდან აიღო, აქვს ყველანაირი პოტენციალი, რომ შეასრულოს პოზიტიური როლი პრობლემის მოგვარებაში, რასაც თუნდაც წარსულში ვხედავდით. ეს ასევე ნიშნავს, რომ ყველა უნდა ჩაეჭიდოს ამ შესაძლებლობას,“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქრომბერს ჩატარდება.