რამ გამოიწვია თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი? - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პასუხი ცნობილია

რამ გამოიწვია თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი? - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პასუხი ცნობილია

ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება გამოიწვია მედიკამენტებმა, რასაც უცხოელებთან გადავამოწმებ, – ამის შესახებ თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომელსაც ტოქსიკოლოგიურთან ერთად, დნმ-ის დასკვნაც გააცნეს.

„გარდაცვალების შედეგი დასკვნის თანახმად, პრეპარატებმა გამოიწვიეს. მითითებულია დოზები და რაოდენობა. დასკვნაში მითითებულია ორგანოები, სადაც აღმოჩენილია მედიკამენტები – ღვიძლი, თირკმელი, კუჭი. დიდი რაოდენობებია მითითებული. ამის გადამოწმება მოხდება უცხოელებთან, ამას თავად გადავამოწმებ“, – განაცხადა რამიშვილმა.