პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
„რამდენიმე დღის წინ საშინლად აღშფოთებულმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა.
"რა უფლება აქვს თეა წულუკიანს, ხელოვნურ განაყოფიერებას რომ უკრძალავს მარტოხელა ქალებს, მე რა ვქნა, როცა ამდენი რამ გავაკეთე ამისათვის, მე არა ვარ ბავშვის ღირსი? როგორ ბედავს? და ა.შ. და ამგვარები.
გვარამვიზიების ფეიკნიუსების მკვეთრი სუნი მეცა.
"არ იქნება მასე, გაერკვიე, ასეთ სისულელეს არ იზამს არავინ, სხვა რამეზე იქნება საუბარი"-დავამშვიდე შეძლებისდაგვარად.
მეორე დღეს მირეკავს.
"რა უპატრონო ქვეყანაა, ვინ აანაზღაურებს მორალურ ზიანს, რომელიც მომადგა, ევროპაში ამის გულისთვის ტელევიზიას დახურავდნენ და მილიონებს გადაახდევინებდნენ, ქენი შენ რამე და ა.შ. და მაგვარები.
არადა , მართალია ეს ჩემი მეგობარი.
როგორ შეიძლება, ერთმანეთში ასე მიზანმიმართულად აურიო თემები და ისედაც დასტრესილი ადამიანები კიდევ უფრო გააღიზიანო.
საუბარია, სუროგაციის სფეროზე, რომელიც სამწუხაროდ, წლების განმავლობაში არ რეგულირდებოდა და ტრეფიკინგის მკვებავ არეალად გადაიქცა, რაზეც ხელს ითბობდნენ ზოგიერთები, სწორედ ისინი, ვინც ეს დეზინფორმაციული კამპანია შეუკვეთა.
ის , რომ ეს სფერო, ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკაცრად რეგულირდება ნამდვილად არაა დიდი საიდუმლო.
ჩვენთან არსებული კანონი აქამდე "ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს"-პრინციპზე იყო აწყობილი.
არადა, ამ სფეროში განსაკუთრებით ნათლად ჩანს ამ პრინციპის სრული უზნეობა.
კანონი არ არეგულირებდა სუროგატი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასაკის, სუროგაციის რაოდენობის, ბუნებრივი მშობიარობის და საკეისრო კვეთების რაოდენობის საკითხებს, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.
აღარაფერს ვამბობ ჩვილებით ვაჭრობაზე, რაც განსაკუთრებით აუტანელია და ჩვენი ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ფურცლებს გვახსენებს.
სტატისტიკურად სუროგატი დედების თითქმის 100% საქართველოს მოქალაქეები არიან, ხოლო სუროგაციის გზით შვილის ყოლის მსურველების 98% უცხოეთის მოქალაქეები.
მოკლედ, ძველი კანონით, საქართველოს მოქალაქეები ინდოელი შუდრების თუ ღატაკი აფრიკული ქვეყნების ბინადართა მდგომარეობაში იყვნენ.
ამიტომ ამ სფეროს დარეგულირება ღირსების საკითხია და ყველა ნორმალური ადამიანი უნდა მიესალმოს.
"სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს,'- როგორც ნათქვამია.
რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ ჩვილებით მოვაჭრეთ.
ცხადია, ასეთი გზით ნაშოვნი ფული არავის შეერგება, მაგრამ ახალი ცოდვებით ნუღარ იმძიმებთ სულს, გაანებეთ ამ დეზინფორმაციების გავრცელებას თავი, მორალს მაინც ნუ კითხულობთ , ძალიან ბევრმა იცის საქართველოში თქვენი საქმენი საგმირონია,
თქვენით ნუ შეუხტებით სამართლიანობისა და მართლმსაჯულების მიწიერ ურემს ბორბლებში, იმ ურემს, რომელიც ნელა, მაგრამ მაინც მივა სადაც საჭიროა..“