რუსეთმა სლოვაკეთის საელჩოს 3 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა სლოვაკეთის საელჩოს 3 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა სლოვაკეთის საელჩოს 3 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, Deutsche Welle წერს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს ზომა სლოვაკეთში ჯაშუშობისთვის რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ მიიღეს.

კერძოდ, 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებამ სამი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა.