თამარ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გარდაცვლილის დედის, თეონა თამაზაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.
ბაჩალიაშვილის ბებიამ თამაზაშვილის მიმართ ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
„ჩემო თეონა, უმორჩილესად თხოვნით მოგმართავ, შეჩერდი. იგლოვე და ილოცე შენი შვილის სულისთვის. მთელი საქართველო ლოცულობს შენი შვილისთვის, ამ ყველაფერს შენი შვილის უმანკო სული ითხოვს“, – დაწერა რიტა ზურაბაშვილმა, რაზეც ბაჩალიაშვილის დედამ უპასუხა: „შენი აზრი არ მაინტერესებს, იუდა“.