პირველად ისტორიაში დღეს ისრაელიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირდაპირი რეისი განხორციელდება

პირველად ისტორიაში დღეს ისრაელიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირდაპირი რეისი განხორციელდება

პირველად ისტორიაში დღეს ისრაელიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირდაპირი რეისი განხორციელდება.

ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში დავიდ ბენ-გურიონის აეროპორტიდან აბუ-დაბიში ამერიკულ-ისრაელური დელეგაცია გაემგზავრება.

დელეგაციის წევრებს შორის არიან ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, მეირ ბენ-შაბათი, ეროვნული უსაფრთხოებიოს საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, რობერტ ობრაიენი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი და სიძე, ჯარედ კუშნერი.

13 აგვისტოს ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების სრულ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდა მესამე არაბული ქვეყანა, რომელმაც ისრაელთან მშვიდობიანი შეთანხმება გააფორმა. პირველი 1979 წელს ეგვიპტე, მეორე კი 1994 წელს იორდანია იყო. 29 აგვისტოს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელის წინააღმდეგ 1972 წელს დაწესებული ეკონომიკური ბოიკოტი გააუქმეს.