"ჯერ სააკაშვილის კლიპი " მე ვბრუნდებით"  ხომ ვიხალისეთ, სადაც ის აშკარად მელ გიბსონის როლით არის ინსპირირებული " მამაც გულში" და უკრაინის მთებიდან მოდის სამშობლოში"

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

"საკუთარი სიდიადისა და ბუმბერაზობის შესახებ წარმოდგენა ძალიან სასაცილოს ხდის ადამიანს საერთოდ.

პოლიტიკაში ეს წარმოდგენა კიდევ უფრო კომიკურია, ხოლო მის ქართულ გამოვლინებაში საერთოდ საოპერო ფარს -ვამპუკას  ემსგავსება.

ჯერ სააკაშვილის კლიპი " მე ვბრუნდებით"  ხომ ვიხალისეთ, სადაც ის  აშკარად მელ გიბსონის როლით არის ინსპირირებული  " მამაც გულში" და უკრაინის მთებიდან მოდის სამშობლოში.

ახლა სტამბულის გავლით " რუსულ ოცნებას" აჭარაში რისხვად ვარშალომიძე მოევლინა.

დახვედრას, წესით, ცოტა მაინც  უნდა გადაესხა ცივი წყალი  და საკუთარი თავის გადაჭარბებული  შეფასებისთვის გადაეხედა.

ასეც ხდება ხოლმე ცხოვრებაში, თუმცა ძალიან იშვიათად, სამწუხაროდ."