კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 3 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2 იმპორტირებულია, ხოლო 2-ის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 3 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2 იმპორტირებულია, ხოლო 2-ის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 3 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2 იმპორტირებული შემთხვევაა, 2-ის წყარო კი უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1469 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 25 -ით გაიზარდა და ამჟამად 1221-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.