დეკანოზი შალვა კეკელია: რაღაცები არც ამ მთავრობაში მომწონს და არც წინაში

დეკანოზი შალვა კეკელია: რაღაცები არც ამ მთავრობაში მომწონს და არც წინაში

არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება პოლიტიკური ინტერესები და აქტიურობა სხვადასხვა წრეებში.

არჩევნებზე საუბრობენ ეკლესიაშიც. მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ ის ღიად არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. მისი თქმით არის რაღაცეები რაც ამ მთავრობაში არ მოსწონს, ისე როგორც გარკვეული საკითხები არ მოსწონდა წინა მთავრობაშიც.

"ჩვენ ეკლესიის წევრები ვართ და ჩვენთვის ყველა პარტია და ადამიანი სულიერი შვილია. ეკლესია არასოდეს გამოყოფს არცერთ ადამიანს. რაღაცები არც წინა მთავრობაში მომწონდა და არც ამ მთავრობაში მომწონს და პირიქით. ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ოდესმე რომელიმე პარტიის მხარეს ვიქნებით,"- აღნიშნავს დეკანოზი, ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია.