დონალდ ტრამპი: ვიცი, რომ ჩემი ძმა ახლა ზეციდან მიყურებს - რობერტ, მიყვარხარ

დონალდ ტრამპი: ვიცი, რომ ჩემი ძმა ახლა ზეციდან მიყურებს - რობერტ, მიყვარხარ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე, რომელზეც მეორე ვადაზე წარდგენას ოფიციალურად დაეთანხმა, თავისი აწ გარდაცვლილი ძმა გაიხსენა.

„ვიცი, რომ ჩემი ძმა რობერტი ახლა ზეციდან მიყურებს. ის შესანიშნავი ძმა იყო და ამაყობდა იმით, რასაც ჩვენ ყველანი ვაკეთებთ. მადლობა. რობერტ, მიყვარხარ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

16 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალურად დაეთანხმა „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მის მეორე საპრეზიდენტო ვადაზე წარდგენას.

აშშ-ის რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.