მედია: იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

მედია: იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თანამდებობის დატოვებას გეგმას. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, 65 წლის პოლიტიკოსი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

შინზო აბე მრავალი წელია წყლულოვანი კოლიტითაა დაავადებული. ამის გამო ის 2007 წელსაც გადადგა, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2012 წელს აბე კვლავ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

2020 წლის აგვისტოში აბე იაპონიის ისტორიაში მთავრობის მეთაურის პოსტზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მყოფი პრემიერი გახდა.