ამ წუთებში გმირთა მოედანზე კრიმინალისტები მუშაობენ. ქალაქის ცენტრში სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა. სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ. ადგილზე მისულმა გადამღებმა ჯგუფებმა ვერც მოვლენის თვითმხილველები ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია დღის განმავლობაში გავრცელდება.