დონალდ ტრამპის ვაჟი: მორწმუნე ხალხს თავს ესხმიან, გვეუბნებიან, რომ ეკლესიაში სიარული არ შეიძლება, თუმცა ქუჩაში ქაოსი დაშვებულია

დონალდ ტრამპის ვაჟი: მორწმუნე ხალხს თავს ესხმიან, გვეუბნებიან, რომ ეკლესიაში სიარული არ შეიძლება, თუმცა ქუჩაში ქაოსი დაშვებულია

„რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპ-უმცროსმა განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ჩამოყალიბდა, როგორც ეკლესია, სამსახური და სკოლა არეულობის, მაროდიორობისა და ვანდალიზმის წინააღმდეგ.

„მორწმუნე ხალხს თავს ესხმიან. გვეუბნებიან, რომ არ შეიძლება ეკლესიაში სიარული. თუმცა, ქუჩაში ქაოსი დაშვებულია. ეს არჩევნები ჩამოყალიბდა, როგორც ეკლესია, სამსახური და სკოლა არეულობის, მაროდიორობისა და ვანდალიზმის წინააღმდეგ“, - განაცხადა დონალდ ტრამპ-უმცროსმა.

მისივე თქმით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა ჩინეთის ხელისუფლების ინტერესებშია.

„მათ იციან, რომ ჯო ბაიდენი დაგვასუსტებს როგორც ეკონომიკურად, ისე მსოფლიო ასპარეზზე“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა.