მაიკ პომპეო: ალექსეი ნავალნის ოჯახი და რუსი ხალხი გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას იმსახურებენ

მაიკ პომპეო: ალექსეი ნავალნის ოჯახი და რუსი ხალხი გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას იმსახურებენ

აშშ ღრმად შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე გერმანელი ექიმების წინასწარი დასკვნით, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.

„თუ ალექსეი ნავალნის მოწამვლა დადასტურდება, აშშ მხარს დაუჭერს ევროკავშირის მოწოდებას ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარების თაობაზე“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეომ ასევე განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ოჯახი და რუსი ხალხი გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას იმსახურებენ, ხოლო დამნაშავეები კი პასუხისგებაში უნდა მიეცენ.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. 24 აგვისტოს გერმანელმა ექიმებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლა დაადასტურეს.