დღეიდან საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
26 აგვისტოდან საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 27-28 აგვისტოს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 26-28 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 29-31 აგვისტოს +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.