სალომე სამადაშვილი: თაკო ჩარკვიანს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ აქვს

სალომე სამადაშვილი: თაკო ჩარკვიანს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარეს, თაკო ჩარკვიანს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.

როგორც სამადაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, თუ ვინმემ ოპოზიციური შეთანხმება დაარღვია, ეს მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძეა, რომელმაც ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.

„ქალბატონ თაკო ჩარკვიანს არანაირი შანსი არ აქვს ამ მაჟორიტარული ოლქის მოგების, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ხსნის კანდიდატურას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, თაკო ჩარკვიანი დარწმუნებულია, რომ მის და გიორგი ვაშაძის ირგვლივ ოპოზიციის ნაწილის განწყობები სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტიკური სიძლიერიდან გამომდინარეობს.

გიორგი ვაშაძის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების დარღვევას და ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას გადაწყვეტს, მას ამისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

 

Katana . "თაკო ჩარკვიანი დარწმუნებულია, რომ მის და გიორგი ვაშაძის ირგვლივ ოპოზიციის ნაწილის განწყობები სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტიკური სიძლიერიდან გამომდინარეობს."
:))))))
არჩევნების შემდეგ ამას დააჯერებ, რომ ნამდვილად წააგო? შანსი არ არი! - იკივლებს, რომ გაუყალბეს, ხმები მოპარეს ამ უნამუსოებმა... თორემ როგორ შეიძლებოდა ვინმეს მაგაზე მეტი ხმა მიეღო! :))
4 წლის უკან