სალომე სამადაშვილი: ჩვენი მომხრეების მხარდაჭერის გარეშე მოგების თეორიული შანსიც კი არ აქვს არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს

სალომე სამადაშვილი: ჩვენი მომხრეების მხარდაჭერის გარეშე მოგების თეორიული შანსიც კი არ აქვს არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს

„გიორგი ვაშაძის ცოტა ატროფირებული ხედვა საკუთარი პოლიტიკური პოტენციალისა, საზოგადოებისთვის ახალი არ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი მხარდამჭერების გარეშე არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს არ აქვს გამარჯვების შანსი.

„იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი ვაშაძემ დატოვა „ძალა ერთობაშია“, ჩვენი მხარდამჭერებისთვის ძალიან რთული იქნება მისი კანდიდატურისთვის ხმის მიცემა. ჩვენი მომხრეების მხარდაჭერის გარეშე მოგების თეორიული შანსიც კი არ აქვს არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს.

ჩვენი ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მაქსიმალურად ბევრი მაჟორიტარული ოლქის მოგებით და შესაბამისად, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ამ მიზნის მისაღწევად სწორად მიგვაჩნია და ამას ბატონ ვაშაძესთან მეორეხარისხოვანი კავშირი აქვს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი ვაშაძის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების დარღვევას და ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას გადაწყვეტს, მას ამისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.