მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა

მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა.

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

მხარეები არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესსა და ირანის საკითხს განიხილავენ.

ტურნეს ფარგლებში მაიკ პომპეო ასევე ვიზიტით ეწვევა სუდანს, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.