ფილიპინებზე ტერაქტს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებზე ტერაქტს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებზე ქალაქ ხოლოში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით - დაშავდა.

პირველი აფეთქება ქალაქ ხოლოში ადგილობრივი დროით 11:53 საათზე მოხდა, მეორე კი 13:00 საათზე. სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ მეორე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

ხელისუფლება მომხდარში ისლამისტურ დაჯგუფება „აბუ საიაფს“ ადანაშაულებს, თუმცა აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.