სირიაში გაზსადენის აფეთქების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა

სირიაში გაზსადენის აფეთქების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა

სირიაში, Arab Gas Pipeline-ის გაზსადენზე მომხდარმა აფეთქებამ ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია, ამის შესახებ Reuters-ი ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

აფეთქება დედაქალაქის, დამასკოს ჩრდილო-დასავლეთით, დუმაირსა და ადრას შორის მოხდა.

„პირველადი შეფასებით, ეს ტერორისტული თავდასხმა იყო“ - განაცხადა ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრმა, ალი განემმა.