დასახელდა მედიკამენტი, რომელიც ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩნდა და რომელიც ადამიანს თიშავს

დასახელდა მედიკამენტი, რომელიც ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩნდა და რომელიც ადამიანს თიშავს

23 წლის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ქიმიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია. 4 მედიკამენტის გარდა, რომელიც შუალედური დასკვნის შედეგად გახდა ცნობილი, თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში, კიდევ ერთი მედიკამენტის კვალი აღმოაჩინეს.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, აღნიშნულ მედიკამენტს შეუძლია ადამიანი გათიშოს. გარდა ამისა, მისივე თქმით, ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ ბოთლში, კიდევ 2 მედიკამენტია აღმოჩენილი.

„გავეცანი შუალედური და ქიმიური ექსპეტიზის დასკვნებს. იქ არის მედიკამენტებზე და ბოთლებზე საუბარი, ორი ბოთლია აღმოჩენილი. ყველაზე საინტერესო რამ არის, რომ ნაბეღლავის ბოთლში, რომელსაც ჩაუტარდა ქიმიური ექსპერტიზა, აღმოჩენილია მედიკამენტი, რომელიც ძალიან იშვიათია და აქ არ მოიძებნება. როგორც ჩანს მოხდა ბოთლებში ამ მედიკამენტის გახსნა.

თა­მუ­ნას ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­აჩ­ნდა კლო­ფე­ლი­ნი. კლო­ფე­ლინს ტოქ­სი­კო­ლო­გე­ბი ჟარ­გონ­ზე ეძა­ხი­ან „კონ­ტროლს", რო­მე­ლიც ადა­მი­ანს თი­შავს.

ავტომობილშიც არ არის აღმოჩენილი მედიკამენტის შუშა ან რამე ამდაგვარი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აქ არანაირ თვითმკვლელობაზე არ არის საუბარი", - განაცხადა "ფორმულანიუსის" ეთერში რამიშვილმა.