შაქარაშვილის საქმე: არასრულწლოვან ზ.ხ-ს სახლში ჩხეკა ჩატარდა - რა წაიღო პოლიციამ

შაქარაშვილის საქმე: არასრულწლოვან ზ.ხ-ს სახლში ჩხეკა ჩატარდა - რა წაიღო პოლიციამ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამის თამაზ ხომასურიძის ინფორმაციით, მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

როგორც თამაზ ხომასურიძემ განაცხადა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა საცხოვრებელი ბინიდან მისი კუთვნილი ტელეფონი და კომპიუტერი წაიღეს.

"დღეს 10:00 საათზე მოვიდნენ, წაიღეს ჩემი კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და თავდაცვის სამინისტროს საბუთი. ეს სამი რაღაც წაიღეს. დაიწყო ჩემზე თავდასხმა, დავაანონსე რომ ასეც იქნებოდა", - განაცხადა „ტვ პირველთან" თამაზ ხომასურიძემ.

ამასთან, თამაზ ხომასურიძე სამართალდამცველებმა დღეს გამოკითხვაზე დაიბარეს.

mamago ვინ უხატავს მაისურებს?!
4 წლის უკან