საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიის ლიდერი აქტიურადაა ჩართული.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, ნუ ღელავთ“ - ასე უპასუხა მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტების კითხვას ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა. 10 აგვისტოს კი, პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთით დაიწყო.