ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადაყვანის ნებართვაზე უარს აცხადებს

ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადაყვანის ნებართვაზე უარს აცხადებს

ომსკის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსეი ნავალნის გერმანულ კლინიკაში გადაყვანისთვის ნებართვის გაცემაზე უარი თქვა. ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პრესმდივანი Twitter-ზე წერს.

„მთავარმა ექიმმა განაცხადა, რომ ნავალნის ტრანსპორტირება არ შეიძლება, მისი მდგომარეობა არასტაბილურია და გადაყვანისთვის ნათესავების თანხმობა საკმარისი არ არის“,- წერს კირა იარმიში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადასაყვანად გერმანიიდან თვითმფრინავი გაგზავნეს.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნურ კომაში იმყოფება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული.