დონალდ ტრამპი: აშშ ალექსეი ნავალნის გარშემო სიტუაციას ყურადღებით დააკვირდება

დონალდ ტრამპი: აშშ ალექსეი ნავალნის გარშემო სიტუაციას ყურადღებით დააკვირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ალექსეი ნავალნის გარშემო არსებულ სიტუაციას ყურადღებით დააკვირდება.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ მომხდარს. ამის შესახებ ინფორმაციას მომაწვდიან“, - განაცხადა ტრამპმა.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნურ კომაში იმყოფება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული.

 

 

Katana . ჯობია, აშშ-ს ქალაქებში დემოკრატი მერების მოქმედებას დააკვირდეთ ყურადღებით!..
3 წლის უკან