ალექსეი ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. მისი მდგომარეობა მძიმეა

ალექსეი ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. მისი მდგომარეობა მძიმეა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში იმყოფება, ის უგონოდაა და ფილტვების ხელოვნული ვენტილაციის აპარატაზეა შეერთებული - ამის შესახებ ინფორმაციას BBC მის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

კირა იარმიშის ინფორმაციით, ნავალნი ჯერ კიდევ თვითმფრინავში გახდა ცუდად, როდესაც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა: ამის გამო ლაინერი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.

პოლიტიკოსის პრესმდივანი მიიჩნევს, რომ ნავალნი მოწამლეს. „ვფიქრობთ, რომ ალექსეი რაღაცით მოწამლეს, რაც ჩაიში გაურიეს. ჩაი იყო ერთადერთი რამ, რაც მან დალია“- წერს იარმიში. ექიმებს პოლიტოკისთვის დიაგნოზი ჯერჯერობით არ დაუსვამთ.