ლუკაშენკომ 300-ზე მეტი ძალოვანი მედლებით დააჯილდოვა

ლუკაშენკომ 300-ზე მეტი ძალოვანი მედლებით დააჯილდოვა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 300-ზე მეტი ძალოვანი მედლებით დააჯილდოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„სამსახურებრივი უფლებამოსილებების სამაგალითოდ შესრულებისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს 300-ზე მეტმა თანამშრომელმა „უნაკლო მსახურებისთვის“ I, II და III ხარისხის მედლები მიიღო.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე მერვე დღეა ითხოვენ.