პირველი ვერსია ახალგაზრდების დაღუპვის შესახებ: მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა და მას გიორგიც გადაჰყვა...

პირველი ვერსია ახალგაზრდების დაღუპვის შესახებ: მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა და მას გიორგიც გადაჰყვა...

15 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, "დე­და­ე­ნის ბაღ­ში" მდე­ბა­რე "ბა­უ­ჰა­უს ბა­რის" ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი - გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. სამდღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, ბარ "ბა­უ­ჰა­უს" და­კარ­გუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ცხედ­რე­ბი მდი­ნა­რე მტკვარ­ში, ბა­რის სი­ახ­ლო­ვეს 17 აგ­ვის­ტოს იპო­ვეს - თავ­და­პირ­ვე­ლად გო­გო­ნას ცხე­და­რი ნა­ხეს, შემ­დეგ კი - ვა­ჟის. გა­მო­ძი­ე­ბა სწავ­ლობს, რა ვი­თა­რე­ბა­ში დად­გა ეს უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი - ორი ახალ­გაზ­რდის სიკ­ვდი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ვერ­სი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი ჰა­ერ­ზე გა­ვიდ­ნენ, მტკვრის მო­ა­ჯირ­ზე ის­ხდნენ და მდი­ნა­რე­ში იქი­დან გა­და­ვარ­დნენ. ახ­ლობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მო­ა­ჯი­რი­დან ჯერ ბაია გა­და­ვარ­და, მას გი­ორ­გიც გა­დაჰ­ყვა და გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა სცა­და, მაგ­რამ დი­ნე­ბამ ორი­ვე წა­ი­ღო...

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბაც.

ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ვა­ჟის მამა მა­მუ­კა შა­ლამ­ბე­რი­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. რო­გორც გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძეს, ასე­ვე ბაია ბე­რუ­აშ­ვილს მე­გობ­რე­ბი კარგ და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბად ახა­სი­ა­თე­ბენ.