თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მისი შვილის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მისი შვილის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა გამოიძიებს - ამის შესახებ გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ორი დღე უნდათ, რომ გამომძიებლები მასალას გაეცნონ. ხუთშაბათს მოვალთ და რაც კითხვები გვექნება ერთად განვიხილავთ. ექსპერტიზის შემდეგ გადაკვალუფიცირდება. გამოთხოვილია შუალედური დასკვნა და, სავარაუდოდ, ხუთშაბათისთვის იქნება”, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.