ყველას ვისაც აქვს ილუზია, რომ ერთპიროვნული მმართველობით დაბრუნდება ხელისუფლებაში, მწარედ ცდება. ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა, ეს ვერ მოხდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„კიდევ უფრო გაუგებარია თუ რომელიმე სხვა პარტას არ მოწონს, რომ ჩვენ მათი დღევანდელი ლიდერები არ გვინდა ხელისუფლებაში. ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური ლიდერები გვინდა, რომ იყვნენ წარმოდგენილი ხელისუფლებაში ისევე როგორც ყველა პარტიას. სრულიად ავტორიტარული ინსტინქტია თუ ვინმე ბრაზდება იმაზე, რატო არ მოგწონს ჩემი ლიდერები-ო.
რაც შეეხება ჩვენს საერთო წარსულს, ზოგიერთებისგან განსხვავებით ჩვენ ყოველთვის, ყველას, სრული პასუხიმგებლობა გვაქვს აღებული კარგზეც და ცუდზეც რაც ადრე ხდებოდა. კოალიციის მოლაპარაკებები არ არის მარტივი მოლაპარაკებები, მაგრამ რეალურია. იქ არიან ფიგურები რომელზე კონსესუსიც არის რთული ან შეუძლებელი თუმცა მოიძებნებიან ფიგურები რომელზეც შეთანხმება შესაძლებელია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ.
ბაქრაძის თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში და მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრად არ იქნებიან.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.