თამარ ბაჩალიაშვილი ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფრით იყო დაინტერესებული, - ამის შესახებ გადაცემა "მთავარ აქცენტებში", ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს, ნორვეგიაში მცხოვრებმა თეონა ყურუამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბაჩალიაშვილი მას სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა. ყურუას თქმით, პროგრამისტი ჯერ ნორვეგიაში სწავლის პირობებით დაინტერესდა, შემდეგ კი, ჰკითხა, რა იყო საჭირო პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად.
"მითხრა, რომ სურდა სწავლის მაგისტრატურაზე გაგრძელება და მკითხა, როგორი სიტუაცია იყო, როგორ ხდებოდა ზოგადად ნორვეგიაში საბუთების შეტანა და ასე შემდეგ. მე ვუთხარი რომ არ ვფლობდი ინფორმაციას სტუდენტურ ვიზებთან დაკავშირებით, თუმცა შემეძლო ეს ინფორმაცია მომეპოვებინა. რამდენიმე ხნის შემდეგ, ისევ messenger-ის საშუალებით შემომეხმიანა და მკითხა, გავარკვიე თუ არა რამე. მე მოვუბოდიშე და ვუთხარი, რომ ვერ მოვახერხე ინფორმაციის მოძიება მისთვის, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა. ამის საუბრის შემდეგ, მან მოაყოლა კითხვა - თუ იცი როგორ ხდება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა ნორვეგიაშიო. პოლიტიკურ თავშესაფარში რას გულისხმობდა არ ვიცი, რადგან მას ჩემთან კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, მხოლოდ დამიდასტურა ის, რომ მას საკმაოდ კარგი საფუძველი და მიზეზი ჰქონდა ამისთვის და ფლობდა საკმაოდ კარგ დამადასტურებელ საბუთებს იმისთვის, რომ საქართველო დაეტოვებინა და თავშესაფარი ეთხოვა. მას უნდოდა წასულიყო ისეთ ქვეყანაში, საიდანაც უკან არ გაუშვებდნენ რადგან მითხრა, რომ უკან დაბრუნებას ვერ შეძლებდა“, - განაცხადა თეონა ყურუამ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც თამარ ბაჩალიაშვილი პირველად დაუკავშირდა, მის Facebook გვერდზე სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა.
"მომწერეა "თეო აქ ხარ?" - მე მესიჯის ტექსტ გავხსენი, ასე რომ ვთქვათ "დავსინე", უბრალოდ, ვერ მოვახერხე მასთან პასუხის გაცემა და არ მახსოვს, ეს დღე იყო თუ შემდეგი დღე, საღამოს გვიანი საათები, როდესაც ჩემს Facebook-ზე, messenger-ზე შევედი, უცებ გამომაგდო Log out დამიწერა ჩავწერე ჩემი პაროლი და აიდი და მომდის მესიჯი "თქვენი Facebook დაბლოკილია. მე მაშინ არაფერზე არ მიფიქრია... ის ნომერი, რომლითაც დავრეგისტრირდი, წლების წინ მქონდა ვეღარ აღვადგინე", - აცხადებს თეონა ყურუა "მთავარ არხთან".
მისივე თქმით, Facebook მეორედაც დაუბლოკეს.
თეონა ყურუას თქმით, ერთ-ერთ ქართველ ჟურნალისტთან კონტაქტზე მას შემდეგ გავიდა, რაც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ყურუას თქმით, ჟურნალისტთან დაკავშირებას მას ინფორმაციის გადასაცემად უნდოდა:
"დაკარგული რომ იყო მაშინ არ ვიცოდი, არ მსმენია. რომ იპოვეს Facebook-ზე თქვენი ერთ-ერთი სიუჟეტი ამომიგდო, ჩავრთე და აქიდან ამომიგდო თამარის Facebook გვერდი... უფრო და უფრო დავფიქრდი მის მონაწერებზე ამ ჩემი Facebook-ის გაუქმებაზე, იმის შემდეგ რაც უფრო საქმეში გახდა მეტი კითხვა. გამოძებამ რომ დამალა რაღაცები... აქიდან დაიწყო ჩემი იმაზე ფიქრი, ხომ არ შეიძლება ერთმანეთთან ელემენტარული კავშირი იყოს, თორემ დიდ ინფორმაციას მე ახლა არ ვფლობ... საღამოს მივწერე ერთ-ერთ ქალბატონ ჟურნალისტს... ამის შემდეგ დილით ჩემს Facebook- ზე შევდივარ და Facebook მეუბნება Log out...- ამბობს თეონა ყურუა