ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ ამბობს, რომ თამარის მეგობარმა დეა კაპანაძემ უკვე 4 ჩვენება მისცა გამოძიებას და ჩვენებები განსხვავებულია.
ამის მიუხედავად, ჩვენებებში არის საერთო დეტალები. რამიშვილის ცნობით, კაპანაძემ ჩვენებაში დაწერა რომ სკოლის ასაკში რამდენჯერმე ჰქონდა ამდაგვარი ქმედება.
გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი კი ამბობს, რომ დეა კაპანაძეს პირველ ჩვენებაში თვითმკვლელობაზე არაფერი აქვს ნათქვამი, რაც შეეხება მომდევნო ჩვენებებს, სადაც უკვე სუიციდზე ჩნდება ჩანაწერი, დედა ვარაუდობს, რომ ეს გამოძიების ზეწოლის შედეგია.
თეონა თამაზაშვილი ასევე საუბრობს, დეას მიერ შეცვლილ კიდევ ერთ ჩვენებაზე:
დეას, რომ დავურეკე თამუნა შენთან ხომ არ არის მეთქი – არაო, თამუნამ ასე მითხრა, რომ ბევრი საქმე მაქვს და 2 დღე არ დამეკონტაქტოო და მერე ინტერვიუში ამბობს, რომ 10 დღეო – თამუნა არ ეტყოდა ათი დღე არ მომწეროო, ყოველ დღე კონტაქტობდნენ.