ალექსანდრე გეჯაძე: გიორგი შაქარაშვილის სხეულზე მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ იყო, იმ დაზიანებებით 21 დღეში გამოჯანმრთელდებოდა

ალექსანდრე გეჯაძე: გიორგი შაქარაშვილის სხეულზე მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ იყო, იმ დაზიანებებით 21 დღეში გამოჯანმრთელდებოდა

დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის სხეულზე მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ იყო, ამის შამკურნალოდ კი დაახლოებით, 21 დღე იქნებოდა საჭირო.

„სხეულზე შაქარაშვილს აღენიშნებოდა ბლაგვი ხასიათის ტრამვა, სისხლნაჟღენტების სახით. ერთ-ერთი ტრამვა მიუთითებდა სიგრძივი ფორმის სისლნაჟღენთზე, რაც განვითარებულია ბლაგვი სახის მიყენებით, რაც ვივარაუდეთ,ფორმის და რელიეფის გათვალისწინებით სავსებით დასაშვებია, რომ ეს დაზიანება ხელკეტის დარტყმით განვითარებულიყო.

შინაგანი გამოკვლევით არანაირი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ჰქონია, შესაბამისად, ადგილი ჰქონდა რბილ ქსოვილებში გემატომებს, ასეთივე ჩაქცევები იყო მენჯის მიდამოებში, ესენი მიეკუთვნება მსუბუქი ხასიათის დაზიანებებს, რადგან ისინი იწვევენ ჯანმრთელობის დაზიანებას არაუმეტეს 21 დღისა.

თუ გადარჩებოდა შაქარაშვილი, ამ სისხნაჟღენთების გაწოვას დასჭირდებოდა 21-დღიანი მკურნალობა, ეს ყველაფერი მოიცავს მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, რასაც შეეძლო გამოეწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ჩვენ გამოვრიცხავთ ადამიანის მუშტის ზემოქმედებას, სავსებით დასაშვებად ვთვლით, რომ აღნიშნული დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო საკმაო ძალის მკვრივი საგნის ზემოქმედებით, როგორიც არის ადამიანის ფეხი და ა.შ“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.