სერგი კაპანაძე ხელისუფლებას: ბელარუსის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს, როგორ მოახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი ისვენებდა და თურმე ადგილზე არ იმყოფებოდა?!

სერგი კაპანაძე ხელისუფლებას: ბელარუსის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს, როგორ მოახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი ისვენებდა და თურმე ადგილზე არ იმყოფებოდა?!

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გამგზავრებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან ორი კითხვა აქვს.

„თუ ის მართალია, რომ ელჩი ჩავიდა გუშინ და მანამდე არ ჩადიოდა იმიტომ, რომ შვებულებაში იმყოფებოდა, მაშინ ამ თემასთან დაკავშირებით ორი დიდი კითხვა მრჩება. პირველი - ამ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ რატომ არ გააკეთა არანაირი კომენტარი და შეფასება ბელარუსი ხალხის დამოუკიდებლობისკენ, თავისუფებისკენ და დემოკრატიისკენ სწრაფვაზე, მაშინ როცა ყველა ჩვენი პარტნიორი მათ მხარს უჭერს და სოლიდარობას გამოთქვამს? ახლა უკვე დაემატა მეორე კითხვა - ბელარუსის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს - ასეთი მნიშვნელოვანი დღეები ბოლო 20-25 წლის განმავლობაში არ ყოფილა, როგორ მოახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი ისვენებდა და თურმე ადგილზე არ იმყოფებოდა?! ეს არის ჩემი მთავარი კითხვები“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

მისი განცხადებით, კითხვებზე პასუხი აჩვენებს, თუ როგორი არათანმიმდევრული, არასწორი და საზიანო საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს ხელისუფლებას.

„რეისი, როგორ განხორციელდა და როდის ჩავიდა ელჩი ბელარუსში, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ეს ორი მთავარი კითხვაა, რომელზეც ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ და ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ამ ორ კითხვაზე პასუხი აჩვენებს იმას, თუ როგორი არათანმიმდევრული, არასწორი და საზიანო საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო დღეებში ბელარუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო, საჭირო გახდა საქართველოს ელჩის მყისიერი დაბრუნება მინსკში და იქიდან გამომდინარე, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, ის 16 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავით გაემგზავრა.

Aburjga Tasmanieli კაპანაძეს და სხვა ვიგინდარებს გული წყდებათ აქ ჯერ რომ ვერ მოაწყვეს ანალოგიური მაშტაბის არეულობა! ფუ თქვენი! ელჩს მივმართავ, დროზე მიულოცეთ ბატონ ლუკაშენკოს მორიგი გამარჯვება!!!
4 წლის უკან
Katana . რა მაინტერესებს: ელჩებს, საერთოდ, ეკრძალებათ შვებულების აღება აგვისტოში? თუ, მინსკში რომ ყოფილიყო საქართველოს ელჩი (არც ვიცი, ვინ არის), აგრესიულ ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შუაში ჩაუდგებოდა და დაპირისპირებას ააცილებდა?
ან... იქნებ ჭკუა უნდა დაერიგებინა ლუკაშენკოსათვის, როგორც ამას უცხოელი ელჩები აკეთებენ ხოლმე საქართველოში?!
4 წლის უკან
Lolo47 ეს არამზადები, რომ სხვას ჭკუას დაარიგებენ, არ უნდა გაიცინოს ღმერთმა?! ძალიან კარგად ვხვდებით, რისი მუცლის გვრემაც გაქვთ, არ გაგივათ საქართველოს უფსკრულში გადაჩეხვა, თახსირებო!!!
4 წლის უკან