ალექსანდრე ლუკაშენკო: ვერ ეღირსებით იმას, რომ ზეწოლის ქვეშ რამე გავაკეთო - ხელახალი არჩევნები არ გაიმართება

ალექსანდრე ლუკაშენკო: ვერ ეღირსებით იმას, რომ ზეწოლის ქვეშ რამე გავაკეთო - ხელახალი არჩევნები არ გაიმართება

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ გაიმართება.

„ვერ ეღირსებით იმას, რომ ზეწოლის ქვეშ რამე გავაკეთო. ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება. არჩევნები უკვე ჩატარდა და სხვა არჩევნები აღარ იქნება“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე მერვე დღეა ითხოვენ.

Aburjga Tasmanieli ბატკა, ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ალექსანდრ გრიგორევიჩ! თქვენი საქმე მართალი საქმეა, სიმართლე საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებს, ამიტომ არც ერთი ნაბიჯით არ დაიხიოთ, თქვენს უკან ბელორუსიაა, თქვენი ვაჟკაცობით და თავგანწირვით შენარჩუნებული და აშენებული, ბელორუსია? ქვეყანა რომელსაც კრიალი გაუდის, სადაც ყველა საწარმო მუშაობს და უშვებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას< თანაც სახალხოა და პრივატიზაციის სახვრალი ხელი არ შეხებია, სადაც სამედიცინო მომსახურება ნამდვილად უფასოა, სადაც სწავლა-განათლება უფასოა, სადაც გზები და ხიდები უმაღლეს წესრიგშია, სადაც საერთოდ თანასწორობაა და კიდევ ერთხელ სადაც თქვენი სიმართლეა!
4 წლის უკან