სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ტელეკომპანია მთავარი არხის მიერ გავრცელებულ მორიგ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ტელეკომპანია მთავარი არხის მიერ გავრცელებულ მორიგ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს 2020 წლის 16 აგვისტოს ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა მთავარი აქცენტების წამყვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გუშინ საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" ექსტრადიცია განხორციელდა. ეს არის მორიგი სიცრუე, რასაც ზემოთხსენებული სატელევიზიო არხი ავრცელებს იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.