„2008 წლის აგვისტოში რა მოხდა, ხალხს უკვე აღარ ადარდებს, უკვე სხვა პრობლემები აქვთ და კონფლიქტის თემამ მეშვიდე-მერვე ადგილზე გადაინაცვლა. ამ ფონზე ევროსაბჭოს რეზოლუცია ძალიან ბევრ ამომრჩეველს სასაცილოდაც კი არ ეყოფა, რომელსაც სხვა ამოცანები აქვს გადასაწყვეტი, როგორიცაა სიღარიბის დაძლება და ა.შ."- ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის აღიარებაზე 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით ევროსაბჭოს რეზოლუციის შესახებ.
ბაქრაძის შეფასებით,ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხელი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.
განცახადებას გამოხმაურება მმართველი გუნდიდანაც ჰქონდა, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, დავით ბაქრაძის განცხადება ნიშნავდა იმას, რომ წინა ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესის ხარჯზე ოკუპანტთან კომპრომისებს აკეთებდა, რასაც ქვეყანაში მინისტრისვე თქმით, მასშტაბური ოკუპაცია მოჰყვა.
ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" რეიოტინგზე არ იმოქმედებს, რადგან ამომრჩეველი უკვე ჩამოყალიბებულია.
„არ მაგონია, რომ ამ განცხადებამ „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგზე იმოქმედოს, ამომრჩეველი უკვე ჩამყალიბებულია და 2008-2009 წლის ამბები, სადაც მაშინ საქართველოს მიმართ ახალი ევროპული პოლიტიკა ყალიბდებოდა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ამომრჩევლის მაცივარზე არანაირ გავლენას არ ახდენს.
„ის კი არა, 2008 წლის აგვისტოში რა მოხდა, ხალხს უკვე აღარ ადარდებს, უკვე სხვა პრობლემები აქვთ და კონფლიქტის თემამ მეშვიდე-მერვე ადგილზე გადაინაცვლა. ამ ფონზე, ევროსაბჭოს რეზოლუცია ძალიან ბევრ ამომრჩეველს სასაცილოდაც კი არ ეყოფა, რომელსაც სხვა ამოცანები აქვს გადასაწყვეტი, როგორიცაა სიღარიბის დაძლება და ა.შ.
„ამიტომ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის", „ქართული ოცნების", „ევროპული საქართვლოსა" და სხვა პარტიების ამომრჩევლები უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებულები არიან და ათი წლის წინანდელ მოვლენებზე ასეთი განცხადებები ერთ ამომრჩეველსაც კი არ გადაიყვანს ერთი ბანაკიდან მეორე ბანაკში. მგონია, რომ ეს ის თემა არაა, რომელიც ამომრჩეველზე გავლენას მოახდენს", - თქვა ზაქარეიშვილმა.
როგორც ჩანს ბეზვაზვატნა გამოაპანღურეს ქოცებმა გუნდიდან და მაცივარზე უფრო შეტკივა გული, ვიდრე ქვეყნის უმთავრეს სატკივარზე!
for.ge, ადმინ არ მოგწინდათ ამ ყოფილების სიბრძნეთა გახმოვანება?!