თბილისში ბარ „ბაუჰაუსის“ 2 თანამშრომელი 15 აგვისტოს დაიკარგა. როგორც ბარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ბაუჰაუსის“ თანამშრომლები გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს ბარიდან 5 საათზე წავიდნენ.
„გთხოვთ გაავრცელოთ. !!! ვეძებთ !!! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ. ჩვენი თანამშრომლები არიან“, - ნათქვამია „ბაუჰაუსის“ განცხადებაში.
„გუშინ ღამე 5-ზე წავიდნენ „ბაუჰაუსიდან“ და ამ დრომდე არ ჩანან და ვეძებთ ჩვენც და პოლიციაც“, - აცხადებს „ბაუჰაუსი“ Facebook-ზე.
როგორც შსს იუწყება, ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს, დაახლოებით 21:00-ზე შევიდა. პოლიციამ მაშინვე ინტენსიურ რეჟიმში შესაბამისი საძიებო ღონისძიებები დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.