ამირან გამყრელიძე: ქობულეთის „წითელ ზონად“ გამოცხადების საშიშროება არ არის

ამირან გამყრელიძე: ქობულეთის „წითელ ზონად“ გამოცხადების საშიშროება არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქობულეთის ე.წ. წითელ ზონად გამოცხადების რისკი არ არსებობს. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ და ეპიდემიოლოგები იმედოვნებენ, რომ ქობულეთის ე.წ. ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება.