დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, დღეისთვის ქვეყანაში 3 საყურადღებო წერტილია, ესაა მესტიის, ყაზბეგისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ინტენსიური ეპიდსაწინაღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს .
როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამჟამად არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სრულად კონტროლირებადი და მართვადია.