რა ბედი ეწევა 1913 წელს აშენებულ უნიკალურ შენობას, რომელშიც წლების განმავლობაში ეროვნული ბანკი იყო განთავსებული. ბანკმა ადგილმდებარეობა შეიცვალა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი შენობა კი სპეციალისტების განცხადებით, უკვე შეცვლილი და დაზიანებულია. ყველა თანხმდება, რომ შენობას რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს. უკვე შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელიც საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა გადარჩენაზე იზრუნებს.