აია-სოფიას 500-მდე სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

აია-სოფიას 500-მდე სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

მეჩეთად გადაკეთებულ აია სოფიას ტაძრის 500-მდე სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით საუდის არაბეთის გამოცემა Arab News იუწყება.

მათივე ინფორმაციით, 24 ივლისს, პირველ ლოცვაზე მეჩეთის შიგნით და მის გარშემო 350 ათასი ადამიანი შეიკრიბა. 500-მდე სტუმარს, მათ შორის დეპუტატებსა და ჟურნალისტებს, COVID-19 დაუდასტურდა.

აგრეთვე, დაცული არ იყო შესაბამისი ზომები.

Arab News წერს, რომ ყურბან-ბაირამის შემდეგ თურქეთში ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების დადგენის რიცხვმა იმატა და 1000 ადამიანს გადააჭარბა.

Maverick მდააა, ალაჰმაც და მუჰამედმაც არ მიიღო მათი ლოცვა.
4 წლის უკან