დავით კალანდია: „ მამა მიშა, ძე ვანო, ზურაწმინდა”

დავით კალანდია: „ მამა მიშა, ძე ვანო, ზურაწმინდა”

პუბლიცისტი დავით კალანდია სოციალურ ქსელში წერს:

„დავით ბაქრაძეს ვუსმინე... როგორ, არ გახსოვთ ვინ არის დავით ბაქრაძე?

ენდიაი, აირაი და ამჩემისაი რომ გაჩერებთ ქუჩაში და გეკითხებათ: „ვინ არის თქვენი საოცნებო პოლიტიკოსი?“, და თქვენ დაუფიქრებლად რომ პასუხობთ: „დავით ბაქრაძე!“, და მერე გულის ჯიბეში მტრის მოსაგერიებელ დანასა და ჩანგალს რომ ეალერსებით, ხომ გახსოვთ ეს ამბავი?

გაგახსენდათ, არა?

აი, ის არის დავით ბაქრაძე.

ხოდა

ვუსმინე დავით ბარქაძეს და მან განაცხადა...

ხო, განაცხადა.

დავითბაქრაძისნაირი ტიტანები კი არ ამბობენ, ისინი „აცხადებენ“, „ქადაგებენ“, „მაუწყებლობენ“...

ხოდა

ვუსმინე დავით ბაქრაძის განცხადებას.

საქართველოს უსაყვარლესმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ახალ მთავრობაში (მან უკვე შექმნა ახალი მთავრობა, არჩევნების მერე ამაზე რომ არ მოცდეს), ახალ მთავრობაში ის მერაბიშვილის, ადეიშვილისა და სააკაშვილის ადგილს ვერ ხედავს.

ციტატა:

„მიგვაჩნია, რომ სამართლიანად არის თუ უსამართლოდ, საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ“.

აქ ჩემთვის საკვანძო სიტყვებია „სამართლიანად თუ უსამართლოდ“.

ეს ქაქური ქაქი თვლის, რომ საზოგადოებაში არსებული განწყობა ბნელეთის მიმართ შეიძლება „უსამართლო“ იყოს.

თორემ თვითონ ამ აზრზს არ ემხრობა, მისთვის ის სამეული დღესაც სამების განსახიერებაა.

მამა მიშა, ძე ვანო, ზურაწმინდა.

მაგრამ რა ქნას, ხალხს არ უნდა და ხმა ერისა ხმა ღვთისაა.

აფერისტ!

ამიტომ, მეგობრებო, არჩევნების დღეს გადავდოთ ყველა სერიალი, ავდგეთ, გავიდეთ ურნებთან და საბოლოოდ დავასრულოთ ბაქრაძე და მისნაირები.

და მერე სხვებს მივხედოთ!

რეჟიმი უნდა გასამართლდეს, ბლიად!“

Maverick მპრეტუზო, მედუზო!
აგი არის პიკასოს ბაღანა!
ამით ერთობა პიკასო!
4 წლის უკან
Maverick ამრეტუზო, მედუზო!
4 წლის უკან