პრეზიდენტი პოლიციაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილი მიზეზად ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გამწვავებას ასახელებს და ბოლო დღეებში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტებს იხსენებს. პრეზიდენტმა განცხადება მამედოვების ოჯახში გააკეტა, რომელიც ორი დღის წინ გაძარცვეს. განსაკუთრებული სიმძაფრით ქვეყნის პირველმა პირმა ამნისტიის კანონზე ისაუბრა. როგორ პასუხობს პრეზიდენტის ბრალდებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თამარ გოგესაშვილი დეტალებით.