ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
"ამ ბოლო დროს მრჩება შთაბეჭდილება, რომ აგვისტოს სამხედრო-პოლიტიკური კრახის გამო პასუხისმგებლობა მხოლოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის ხმის მიცემის პასუხისმგებლობითღა შემოიფარგლება.
ქართველების გარდა, ამას ვინ ჩაიდენდა?! თურმე მთავარი თავისთავად ის კატასტროფა კი არ არის, არამედ გარედან დანახული როგორ იქნა იგი - ე.ი. მთავარი არა აგვისტოს ომში სამხედრო პოლიტიკური კრახია, არამედ ამ ომის თაობაზე - რეზოლუცია. ცხადია, რეზოლუციაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებითია თავად ეს ომი და მისი დამანგრეველი შედეგები, რაზეც სრული პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, აგრესორ რუსეთთან ერთად, იმ დროინდელ ხელისუფლებას ეკისრება!
აგრესორ რუსეთს - საერთაშორისო სამართლით მოეთხოვება პასუხი, იმ დროინდელ ხელისუფლებას - ქვეყნის კონსტიტუციითა და სამართლით.
ცხადია, არ ვითხოვ, რომ მაგ. ბერძნებივით, რომლებამაც თურქეთთან ომში კატასტროფული მარცხის გამო პასუხისმგებელი პოლიტიკოსები თავის დროზე დახვრიტეს , ჩვენც ამგვარი სასტიკი პოლიტიკური ანგარიშსწორება მოვაწყოთ.
მაგრამ: საქართველომ ხომ ზუსტად იცის, რომ ნაცების ხელისუფლება რუსეთთან ერთად თანაოკუპანტია და ეს იმდენად "რეზოლუციის" გამო კი არა, არამედ უწინარესად იმის გამო, რაც სინამდვილეში მოხდა. როგორიც გინდა ყოფილიყო ეს ან ნებისმიერი სხვა რეზოლუცია, ამ უბედურებაზე პასუხისმგებლობას ვერაფერი წაშლის და სააკაშვილის ხელისუფლებას, რაც არ უნდა "ხეხო ქვიშითა", ვერაფერი ვერასდროს ვერ "გაათეთრებს"!
"რეზოლუცია" და მისი გარჩევა კი არა, სამართალი და სასამართლო უნდა ამ საქმეს!"