რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციას სურს ხელისუფლებას ბელარუსზე განცხადება გამოსტყუოს და მერე დაარტყას

რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციას სურს ხელისუფლებას ბელარუსზე განცხადება გამოსტყუოს და მერე დაარტყას

„ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება განცხადებას გააკეთბს თუ არა, ოპოზიციას საკრიტიკო მაინც ექნება, მაგრამ უნდა, რომ განცხადება გამოსტყუოს და მერე დაარტყას. ბელარუსი ყოველთვის იყო საქართველოს პარტნიორი ქვეყანა. პარტნიორ ქვეყანასთან კი ფრთხილი მიდგომაა საჭირო“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას.

ოპოზიცია ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებს, რომ ამ დრომდე არ დაუფიქსირებია პოზიცია ბელორუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება.

„ჯერ ტრამპსაც არ გაუკეთებია მკაფიო განცხადება. მან დაგმო დარბევა, მაგრამ არ უთქვამს ლუკშენკო კარგი კაცია თუ არა. თავად რუსი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს მოვლენები პუტინიდან მოდიოდესო... ამ დაუდუღებელ სიტაციაში რატომ უნდა იჩქაროს საქართველოს ხელისუფლებამ? მაჭარით თრობა რომ არ ვარგა, არ იცის ოპოზიციამ?

„ძალიან კარგად იცის მიზეზები, მაგრამ უნდა, რომ ხელისუფლებას გამოსტყუოს განცხადება, რომ მერე დაარტყას.  ვთქვათ და ლუკაშენკოს საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, მერე ნახეთ რა ამბავს ატეხენ - ლუკაშენკომ რუსეთის ზეწოლის მიუხედავად არ აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთის დამოუკიდებლობაო. 

„ბელარუსი ყოველთვის იყო საქართველოს პარტნიორი ქვეყანა, არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებაშიც და ეკონომკაში მნიშვნელოვანი დახმარების კუთხით. პარტნიორ ქვეყანასთან კი ფრთხილი მიდგომაა საჭირო“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.