დავით ზურაბიშვილი: არჩევნების შემდეგ „ოცნებას“ ან სრული კარტ-ბლანში ექნება, ან სულ დაინგრევა

დავით ზურაბიშვილი: არჩევნების შემდეგ „ოცნებას“ ან სრული კარტ-ბლანში ექნება, ან სულ დაინგრევა

„ხმების რამდენ პროცენტს დაკარგავს ჯამურად ოპოზიცია ამ დაქსაქსულობით, ამის დათვლა ასე მარტივი არ არის. მთავარია არჩევნების შემდეგ შეთანხმდნენ, თორმე ყველა ყველაფერს დაივიწყებს - ვინ ვისთან იყო, ვინ დაიფიცა სხვასთან კოალიციას არ შევქმნიო... ასეთია პოლიტიკური პრაქტიკა“, - აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი ოპოზიციაში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას.

ექსპრტთა ვარაუდით, მაჟორიტარებთან დაკავშირებთი დაქსაქსულობამ ოპოზიციას შეიძლება ბევრი ხმა დააკარგინოს და უმეტეს ოლქებში ხელისუფლებამ გაიმარჯვოს, რასაც თავად „ოცნებაც“ აანონსებს. იგივე საფრთხეს ხედავენ ოპოზიციაშიც, თუმცა წინასწარ დათქმულ დაპირებებს ერთმანეთის მიმართ მაინც არ ასრულებენ.

„არ მგონია, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ამ არჩევნებში, მთავარი არის პროპორიული არჩევნებში რა შედეგებს დადებენ პოლიტიკური ძალები, ანუ ვინ იგებს 150 ადგილიდან 120  ადგილს. ამ 30 მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში კი, დიდი ალბათობით, გაიმართება მეორე ტურები. თუ ხელისუფლებამ პირველივე ტურში მოიგო პროპორციული არჩევნები, მერე სულერთი იქნება ერთი-ორი მაჟორიტარი გაიმარჯვებს თუ დამარცხდება. 

„ანუ, „ოცნების“ საქმე ასეა - ან სრული კარტ-ბლანში ექნება, ან სულ დაინგრევა. მთავარია, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ შეთანხმდეს, მაშინ კი არავის გაახსენდება ვინ ვისთან იყო და ვინ დაიფიცა სხვასთან კოალიციას არ შევქმნიო. ასეთია პოლიტიკური პრაქტიკა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ზურაბიშვილმა.