ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს სავარაუდოდ ორ დღეში საქართველოში გადმოასვენებენ. თავდაცვის სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. სერჟანტი გიორგი კიკაძე ათდღიანი ძებნის შემდეგ ავღანეთში გარდაცვლილი იპოვეს. უცნობია, რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი ჯარისკაცი. გიორგი კიკაძის ოჯახს დღეს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა.